ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს მალე შეუძლიათ მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების დადება.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამო ეკონომიკური ზრდის შენელება გამოაცხადა.
„ჩინეთმა ახლახან გამოაცხადა, რომ მათი ეკონომიკა მოსალოდნელზე გაცილებით ნელა იზრდება ჩვენი სავაჭრო ომის გამო. მათ შეაჩერეს აშშ-სთვის ტარიფების გაზრდა. აშშ-ს საქმეები ძალიან კარგად მიდის. ჩინეთს დიდი, ძალიან ყოვლისმომცველი გარიგება სურს. ეს შეიძლება საკმაოდ მალე მოხდეს!“ - ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ თუ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი გაგრძელდება, ჩინეთის ექსპორტის ზრდა 2019 წელს განახევრდება და 5,1%-ს შეადგენს, ხოლო მშპ-ს ზრდა დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით შემცირდება.
გავიხსენოთ, რომ ჩინეთი ამერიკულ ავტომობილებზე იმპორტზე გადასახადებს 90 დღით შეამცირებს. ეს ვაშინგტონთან სავაჭრო ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებლად კეთდება.



