ამის შესახებ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა განაცხადა, იტყობინება „DS“ Cerkvarium-ზე დაყრდნობით.
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ძალიან მოკლე დროში, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში მიენიჭება. ამ მნიშვნელოვან მიმართვას ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისადმი ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს არანაირი პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური ქვეტექსტი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სულიერი. ავტოკეფალიამ უნდა დაასრულოს უკრაინაში მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის არსებული განხეთქილება და არ უნდა გამოიწვიოს ახალი განხეთქილება“, - წერს მიტროპოლიტი.
მან დასძინა, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ამ საკითხის სრული გაგება აქვს.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისადმი სასტიკი წინააღმდეგობის კომენტირებისას, მიტროპოლიტმა ემანუელმა ივარაუდა, რომ მოსკოვის საპატრიარქო რეგიონში რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების ელჩის როლს ასრულებს, მაშინაც კი, თუ ის საპირისპიროს ამტკიცებს.
„ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური მოვლენა თანამედროვე ისტორიაში. ვწუხვარ მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ასეთი ოპორტუნიზმის გამოვლენის გამო, რომელიც ცდილობს პან-მართლმადიდებლური შეხვედრების საკუთარი დღის წესრიგისთვის გამოყენებას. გარდა ამისა, ნათელი უნდა იყოს, რომ ავტოკეფალიის მინიჭება, მკაცრად რომ ვთქვათ, არ არის პან-მართლმადიდებლური კრების დღის წესრიგში შემავალი საკითხი. ეს საკითხი მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც დედა ეკლესიის, კომპეტენციაში შედის, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას დამოუკიდებლობას ანიჭებს“, - წერს მიტროპოლიტი ემანუელი.



