ფერდი ოზბეგენი, ცნობილი თურქი მუსიკოსი და პიანისტი, ორშაბათს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობის შედეგად. .
ეგრეთ წოდებულმა „რომატიზმის პრინცმა“ ოზბეგენმა თავისი კარიერა დაიწყო 1965 წლის „ოქროს მიკროფონის“ მოგებით გაზეთ Hürriyet-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში. მისი პოპულარობა პიკს 1980-იან წლებში მიაღწია.
ოთხი ათწლეულის მანძილზე მან ასობით სიმღერა მოამზადა და რამდენიმე დასავლური პოპ-სიმღერა თურქულზე გადაიტანა, როგორიცაა ჩარლზ აზნაურის "La Boheme" და ლიონელ რიჩის "Hello". თავის ბოლო ალბომში, რომელიც გამოვიდა 2009 წელს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოზბეგენი მღეროდა სიმღერებს ექვს სხვადასხვა ენაზე.



