საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ალბერტვილის პოლიციამ ოთხი 10 წლის მუსლიმი მოსწავლის სახლები ჩხრეკა ჩაატარა, რადგან მათ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები არ მოსწონდათ.
საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში, ალბერტვილში, პოლიციამ ოთხი სკოლის მოსწავლის საცხოვრებელი ჩხრეკა ჩაატარა „ტერორიზმის განდიდების“ ბრალდებით, რადგან 10 წლის ბავშვებს არ მოეწონათ მუსლიმური სარწმუნოების მიხედვით, ღვთის უკანასკნელი მაცნის, წინასწარმეტყველ მუჰამედის, დამამცირებელი კარიკატურები.
საფრანგეთში საჯარო სკოლებში ჩატარებული კონსულტაციის დროს, სამ თურქული წარმოშობის მუსლიმ მოსწავლეს და ერთ არაბული წარმოშობის ერთ მოსწავლეს ჰკითხეს, ნანობდნენ თუ არა ისინი სამუელ პატის მკვლელობას, ფრანგი სკოლის მასწავლებლის, რომელსაც გასულ თვეში მოზარდმა თავი მოჰკვეთა წინასწარმეტყველის შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამოფენის გამო.
სამეულმა განაცხადა, რომ ისინი გმობენ პატის მკვლელობას, თუმცა ასევე არ მოიწონებენ უგრძნობ კარიკატურებს.
კონსულტაციის დასრულების შემდეგ, ფრანგულმა პოლიციამ მათ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. TRT World-თან საუბრისას, ერთ-ერთი სტუდენტის მამა იხსენებს ხუთშაბათს დილით, დილის 7 საათამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ საშინელ ჩხრეკას: „შეიარაღებული პოლიციელები გაგვიღვიძეს და კარებთან დაგვადგა. დაახლოებით 10 მათგანი შემოვარდა ჩვენს სახლში გრძელი ლულებიანი იარაღით. ბავშვები გააღვიძეს და პიჟამოებით მისაღებ ოთახში შეგვკრიბეს. სახლში ჩხრეკისას ჯდომით გვაჩერებდნენ, მაგრამ ჩემი ქალიშვილის ოთახში უფრო გულმოდგინედ ჩხრეკდნენ, ამოწმებდნენ მის წიგნებს და კედლებზე დაკიდებულ ისლამურ კალიგრაფიის ჩარჩოებსაც კი უღებდნენ სურათებს“.
პოლიციამ მისი ქალიშვილი, ეი, განყოფილებაში „ტერორიზმის განდიდების“ ბრალდებით წაიყვანა. მათ მის მშობლებს სთხოვეს, რომ დილის 9 საათზე განყოფილებაში დაკითხვაზე მისულიყვნენ.
„პოლიციამ ორი საათის განმავლობაში დაგვკითხა, მე და ჩემს მეუღლეს, თითოეულს გვეკითხებოდა: „დადიხართ თუ არა მეჩეთში სალოცავად? თუ კი, შვილებსაც თან მიჰყავთ? გაქვთ თუ არა რაიმე მოვალეობა მეჩეთში? რას ფიქრობთ კარიკატურებზე?“ და ა.შ. მე ვუთხარი მათ, რომ ჩვენი წინასწარმეტყველი ძვირფასია ჩვენთვის, ყველა მუსლიმისთვის და ჩვენ ამას მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ. მაგრამ ასევე ვუთხარი, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მასწავლებლის მკვლელობას.“
ეის მამის თქმით, დაკითხვის დროს მის მეუღლეს და ოჯახის დანარჩენ წევრებს იგივე კითხვები დაუსვეს.
„ჩვენ ტერორისტებივით გვექცეოდნენ.
მათ ჩვენი პატიმრების ფოტოები, თითის ანაბეჭდები აიღეს და ჩემს მეუღლესაც კი სთხოვეს, თავსაბურავი მოეხსნა ფოტოების გადასაღებად. ჩვენ აქ ბოლო 20 წელია ვცხოვრობთ ნასამართლობის გარეშე. ჩემს ოთხ შვილს არასდროს ჰქონია პრობლემები სკოლაში ან პოლიციასთან. დაკითხვის დროს ერდოღან-მაკრონის ბოლოდროინდელ დაპირისპირებაზე ჩემი აზრიც კი მკითხეს. მე მოვუწოდე ფრანგულ პოლიციას, რომ არ ჩაგვერიონ თავიანთ პოლიტიკაში.“
მშობლებს პოლიციის განყოფილებაში ქალიშვილის ნახვის უფლება არ მისცეს. ეი ხუთშაბათს საღამოს, დაახლოებით 5:30 საათზე გაათავისუფლეს. მამამისი ამბობს: „ის ტიროდა, როდესაც პოლიციამ დილით წაიყვანა. მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაკითხეს და დაკითხვის დროს ვიდეო გადაიღეს. ის იქ თითქმის 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სასამართლო გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. მას ჩვენების ხელმოწერა მოუწია, მაგრამ პოლიციამ უარი თქვა რაიმე დოკუმენტის ასლის მოწოდებაზე“.
ოჯახები გრძნობენ, რომ პოლიციამ და სკოლამ ისინი შავ სიაში შეიყვანეს. „ჩვენ ვთხოვთ ჩვენს 22 წლის შვილს, რომ ახლა, როდესაც სახლიდან გადის, განსაკუთრებით ფრთხილად იყოს“.
რადგან ტრავმისგან ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა, ეის ექიმთან მივიყვანთ სამედიცინო დასკვნისთვის. ახლა მისი სკოლის შეცვლაზე ვფიქრობთ.“
წყარო: TRTWORLD



