კვირას, სამხრეთ-აღმოსავლეთ დიარბაქირის პროვინციაში, სიირტში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 17 ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.
დიარბაქირში დაკრძალვას თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მთავარი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP), თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლუ, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ნეჯდეთ ოზელი, ვიცე-პრემიერი ბეშირ ათალაი, შინაგან საქმეთა მინისტრი იდრის ნაიმ შაჰინი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სიირტის გუბერნატორმა აჰმეტ აიდინმა განაცხადა, რომ სამხედრო ვერტმფრენი, რომელსაც ჯარისკაცები გადაჰყავდა მისიაზე, შაბათს, სიირტის პერვარის ქალაქ მთიან რაიონში ძლიერი წვიმისა და ნისლის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც 17 ჯარისკაცი დაიღუპა.
გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
(ორიგინალი სტატიისთვის იხილეთ http://www.aa.com.tr/en/headline/99004–a-funeral-held-for-17-turkish-soldier)



