თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სირიაში სამიზნეები დაბომბეს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის საპასუხოდ, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა.
„თურქეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ეს პროვოკაციები უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ ვუპასუხეთ თავდასხმას და დავბომბეთ სამიზნეები სირიაში“.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პასუხი საზღვარზე მყოფი თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისგან მოვიდა და „თავდაცვის“ ხასიათს ატარებდა.
თავდასხმის და თურქეთის საპასუხო ქმედებების შესახებ ინფორმირებული იყვნენ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და უშიშროების საბჭოს წევრები.
ნატოს საგანგებო შეხვედრა დაინიშნა, რომელიც უახლოეს საათებში გაიმართება.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის პასუხი საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამებოდა და თავდაცვის მიზნით იყო განხორციელებული.
საზღვრისპირა ნაბიჯის განხილვა პარლამენტში დღეს საღამოს იგეგმება.
აფეთქება მოხდა პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, გენერალური შტაბის უფროსის ნეჯდეთ ოზელის, ვიცე-პრემიერ მინისტრის ბეშირ ათალაის და იუსტიციის მინისტრ სადულა ერგუნის საგანგებო შეხვედრის შემდეგ.
ოპოზიციის მთავარი ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ დილით საყოველთაო კრებაზე დასასწრებად დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა.
(Hürriyet Daily News)


