თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ მისი მთავრობა ძალადობას ეწინააღმდეგება და ღიაა იმ „დემოკრატიული მოთხოვნებისთვის“, რომლებიც დემონსტრანტებმა წამოაყენეს, რომელთა მასობრივმა საპროტესტო აქციებმაც შეძრა ქვეყანა.
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ტერორიზმის, ძალადობის, ვანდალიზმისა და ისეთი ქმედებებისა, რომლებიც სხვებს თავისუფლების გულისთვის საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში ტელევიზიით გადაცემულ კონფერენციაზე. „მე ღია ვარ ყველასთვის, ვისაც დემოკრატიული მოთხოვნები აქვს“.



