დემოკრატიას არ აძლევენ, ის იღებენ. მისთვის ბრძოლაა საჭირო.
ხმის მიცემა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. პოლიტიკური ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან იპოვონ გადაწყვეტილებები, რომლებიც გზას გაუხსნის მათ, ვისაც სურს გამოიყენოს ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება.
ოთხშაბათს, სახელმწიფო ტელეარხ TRT-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოქალაქეებს მიმართვისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „რა დაბრკოლებასაც არ უნდა შეგიქმნან, უნდა მიხვიდეთ და ხმა მისცეთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ თარიღებში“.
პრეზიდენტმა მოუწოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს, გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლებები და მონაწილეობა მიიღონ მომავალ რეფერენდუმში, მიუხედავად მათ გზაზე არსებული დაბრკოლებებისა.



